ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ტრამპის გუნდთან შესახვედრად

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ტრამპის გუნდთან შესახვედრად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დღეებში დაგეგმილი იქნება შეერთებულ შტატებში ჩვენი უკრაინელი წარმომადგენლების შეხვედრები”,-განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინული გუნდი აქტიურად მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ახლა უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრების მერე “მეტი სიცხადე იქნება, როგორც იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მომზადებულია ამერიკულ მხარესთან, ასევე რუსეთის პასუხთან მიმართებაში იმ დიპლომატიური სამუშაოსადმი, რომელიც ხდებოდა და ხდება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ზოგიერთი მასალის ბოლომდე შემუშავება, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებსა და აღდგენასთან დაკავშირებულ პაკეტს ეხება. ზელენსკის თქმით, თუ ყველაფერი ბოლომდე იქნება შემუშავებული, შეთანხმების ხელმოწერა შემდეგ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა შესაძლებელი.

„საკითხი იმაში არ არის, რომ სასწრაფოდ ხელი მოვაწეროთ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველა ასპექტი იყოს, რომლებზეც პარტნიორებთან ვსაუბრობდით, რომ უკრაინა არ იყოს “შიშველი და ფეხშიშველი” ომის შემდეგ, რომ რეალური ფინანსური მხარდაჭერა გვქონდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა