თელავში ავტომობილი 15 წლის გოგოს დაეჯახა

თელავში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 15 წლის გოგო გზაზე გადასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026