დიღომში ავტომობილების სახელოსნო იწვის

დიღმის მასივში, ლუბლინას ქუჩაზე ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ადგილობრივების განცხადებით, ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026