გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განმარტავს, რა გახდა დედის ახალი ვიდეომიმართვის ჩაწერის მიზეზი - ერთ-ერთი ტელეკომპანია თავდასხმის ვიდეოს გავრცელებას აპირებდა

ბრალდებულების მხარემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას გადასცა გიგაზე [ავალიანზე] თავდასხმის ამსახველი ვიდეო, ამ მედიასაშუალებამ მთხოვა ნებართვა მასალის გაშვებაზე - ჩემგან შეიტყო ეს გიგას დედამ და ჰქონდა რეაქცია, რომლის შემდეგაც მედიასაშუალებამ მაცნობა, რომ ვიდეოს აღარ გაუშვებდნენ,- ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რის საფუძველზე გამოაქვეყნა ავალიანის დედამ სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ის ბრალდებულების მხარეს მიმართავს, არ გაავრცელონ ავალიანზე თავდასხმის კადრები.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული კადრები თავად გიგა ავალიანის დედასაც არ აქვს ნანახი და ის ვერ დაუშვებდა, რომ ვიდეო ეთერში გასულიყო.

„დედის ეს რეაქცია გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულების მხარემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას გადასცა გიგაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო. ამ მედიასაშუალებამ ამის შესახებ შემატყობინა და მთხოვა ნებართვა - ეთერში ეს მასალა, სადაც გიგას სახეს დაბლარავდნენ, ხმის თანხლებით გაეშვათ, თუ მის გარეშე... ჩემგან შეიტყო ეს გიგას დედამ და ჰქონდა ეს რეაქცია, რადგან მას თავად არ უნახავს ეს ვიდეო ჯერ და ვერაფრით ვერ დაუშვებდა, რომ ეთერში გასულიყო. მხოლოდ დედის რეაქციის შემდეგ მაცნობა ამ მედიასაშუალებამ, რომ ვიდეოს აღარ უშვებდნენ”,- აცხადებს დარეჯან სულაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა