დონალდ ტრამპი - შეიძლება ტარიფები შემოვიღო ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან

შეიძლება ტარიფები შემოვიღო ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

კერძოდ, დონალდ ტრამპი მედიკამენტებთან დაკავშირებით ტარიფებზე საუბრობდა და გრენლანდია გაიხსენა.

„შეიძლება ეს გრენლანდიისთვისაც გავაკეთო. შეიძლება ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან, ვინაიდან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ამიტომ შეიძლება ეს გრენლანდიისთვის გავაკეთო", - განაცხადა ტრამპმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა