Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Reuters-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 3 090 ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციას გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 2 885 დემონსტრანტია.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში სიმშვიდეა და მასშტაბური საპროტესტო აქციები აღარ მიმდინარეობს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ინტერნეტის სრული გათიშვის შემდეგ ირანში ინტერნეტზე წვდომა გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, 800-ზე მეტი, გააუქმა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება