ფედერალურმა მოსამართლემ საიმიგრაციო აგენტებს მინესოტაში დემონსტანტების წინააღმდეგ სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება აუკრძალა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ მინეაპოლისის ფედერალური მოსამართლის, ქეით მენენდესის ბრძანებით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტები მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას და მათი დარბევის მიზნით სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საიმიგრაციო აგენტებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება და უსაფრთხო დისტანციაზე მოძრავი ავტომობილების გაჩერება აეკრძალათ.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მინესოტას შტატის გუბერნატორის, ტიმ უოლცისა და მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის წინააღმდეგ საიმიგრაციო აგენტების მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მინესოტაში მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე სამხედროების განლაგების მიზნით „აჯანყების შესახებ კანონი“ გამოიყენოს.
ცნობისთვის, მინესოტაში ადგილობრივებსა და ფედერალურ აგენტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც 7 იანვარს, საიმიგრაციო აგენტმა საკუთარ ავტომობილში აშშ-ის მოქალაქეს, 37 წლის რენე ნიკოლ გუდს ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა