უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში კირილ ბუდანოვი, რუსტემ უმეროვი და დავით არახამია არიან, აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვთან და პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიასთან ერთად სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგება.

„ერთობლივი შეხვედრა სტივენ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და დენიელ დრისკოლთან არის დაგეგმილი. უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ჩვენ ამ შედეგის მისაღწევად ვმუშაობთ“, - წერს ბუდანოვი X-ზე.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს