სენატორი კრის კუნსი - იმედი მაქვს, დანიელი ხალხი ამერიკელი ხალხის მიმართ რწმენას არ დაკარგავს

იმედი მაქვს, დანიელი ხალხი ამერიკელი ხალხის მიმართ რწმენას არ დაკარგავს, - ამის შესახებ დანიაში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა (დემოკრატიული პარტია) განაცხადა.

აშშ-ის კონგრესის ორპარტიულმა დელეგაციამ კოპენჰაგენში პრესკონფერენცია გამართა და დელეგაციის წევრებმა დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს.

კონგრესის დელეგაცია სულ 11 წევრისგან შედგება, მათ შორის ორი „რესპუბლიკელი“ სენატორია, ტომ ტილისი და ლიზა მურკოვსკი.

დელეგაციის წევრები გუშინ დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს, მეტე ფრედერიკსენსა და იენს-ფრედერიკ ნილსენს შეხვდნენ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს