მარიკა არევაძე  - ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში - სავარაუდოდ, ბრალის წარუდგინეს სისხლის სამართლის წესით

ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში - სავარაუდოდ ბრალის წარუდგინეს სისხლის სამართლის წესით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მარიკა არევაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, დევიძეს, სავარაუდოდ უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.

„ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ოჯახის ინფორმაციით თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში.

სავარაუდოდ მოახდინეს ბრალის წარდგენა, სისხლში გადაყვანა, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და გლდანის ციხეში გადაყვანა. ამ ყველაფრის შესახებ კი არც ოჯახის და არც ადვოკატის ინფორმირება არ ყოფილა”,- წერს მარიკა არევაძე.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ისაკო დევიძე 20 დეკემბერს თავისუფლების მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობის დროს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს