გრენლადიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს

გრენლადიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

,,ტარიფების ან ანაზღაურების რაიმე სხვა ფორმის არდაწესებით დანიასა და ევროკავშირის ყველა ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში ვუწევდით სუბსიდირებას. ახლა, საუკენეების შემდეგ, დროა დანიამ დაგვიბრუნოს - - მსოფლიო მშვიდობაა სასწორზე! ჩინეთსა და რუსეთს სურთ გრენლანდია, და დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამასთან დაკავშირებით. ახლა ძაღლების ორი ციგა აქვს დაცვისთვის, ერთი ცოტა ხნის დამატებული. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, შეუძლია ამ თამაშის თამაში, და ძალიან წარმატებულად! არავინ შეეხება წმინდა მიწის ამ ნაკვეთს, განსაკუთრებით როდესაც შეერთებული შტატების, და მთლიანად მსოფლიოს, ეროვნული უსაფრთხოებაა სასწორზე. სხვა ყველაფერთან ერთად, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი ჩავიდნენ გრენლანდიაში, გაურკვეველი მიზნებით. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის, უშიშროებისთვისა და გადარჩენისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, თამაშში ისეთი რისკი დააყენეს, რომელიც არც გამართლებულია და არც მდგრადი,” - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის 1 თემებრვლიდან აღნიშნულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, რაც 2026 წლის 1 ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, და ტარიფები იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება