კირ სტარმერი - ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

,,გრენლანდიაზე ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა.

ასევე ნათელი გავხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთლიანად ნატოსთვის და ყველა მოკავშირემ ერთად მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ.

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან”,- განაცხადა სტარმერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს