ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატოს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
,,გრენლანდიაზე ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლადიელებისა და დანიელების საქმეა.
ასევე ნათელი გავხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთლიანად ნატოსთვის და ყველა მოკავშირემ ერთად მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ.
ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატოს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან,” - განაცხადა სტარმერმა.