პედრო სანჩესი - გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა ვლადიმერ პუტინს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად აქცევს - ნატო-სთვის სიკვდილის ზარი იქნება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად აქცევს.

მისი თქმით, კუნძულის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება ნატო-ს დააზიანებს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს.

„თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიაზე აშშ-ის შეჭრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატო-სთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება