გერმანიის ვიცე-კანცლერი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება

გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის ლარს კლინგბეილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს ტარიფებით ვერ დააშანტაჟებს.

მისი თქმით, გერმანია ყოველთვის გაუწვდის ხელს აშშ-ს საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ბერლინი ამ საკითხში ვაშინგტონს ვერ დაეთანხმება.

„ამიტომ ძალიან მკაფიო სიგნალია: არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება