ალექსანდრ სტუბი - მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა - ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს

მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ დანიას და გრენლანდიას.

„მოკავშირეებთან ერთად არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ფინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დანიის ხელმძღვანელობით და მოკავშირეთა მიერ გრენლანდიაში კოორდინირებული მოქმედების მიზანიც. ევროპის ქვეყნები ერთიანები არიან. ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. მხარს ვუჭერთ დანიას და გრენლანდიას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის“, - აცხადებს სტუბი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება