მარკ კელი - ტრამპი ტარიფებს უწესებს ჩვენს მოკავშირეებს - ზიანი, რომელსაც ეს პრეზიდენტი აყენებს ჩვენს რეპუტაციას და ურთიერთობებს, იზრდება და ჩვენს უსაფრთხოებას ამცირებს

დონალდ ტრამპი ჩვენს მოკავშირეებს ტარიფებს უწესებს, რაც იძულებულს გაგვხდის, მეტი გადავიხადოთ იმ ტერიტორიის მიღების მცდელობის გამო, რომელიც არ გვჭირდება, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი „დემოკრატიული პარტიიდან“ მარკ კელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული ქვეყნებიდან ჯარისკაცები გრენლანდიაში ჩამოდიან, რათა ჩვენგან დაიცვან ტერიტორია, ჩაუფიქრდით ამას. ახლა კი ტრამპი ჩვენს მოკავშირეებს ტარიფებს უწესებს, რაც იძულებულს გაგვხდის, მეტი გადავიხადოთ იმ ტერიტორიის მიღების მცდელობის გამო, რომელიც არ გვჭირდება. ზიანი, რომელსაც ეს პრეზიდენტი აყენებს ჩვენს რეპუტაციას და ურთიერთობებს, იზრდება და ჩვენს უსაფრთხოებას ამცირებს“, - წერს სენატორი, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი პილოტია.

მისი თქმით, თუ რამე არ შეიცვლება, შეერთებული შტატები მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან მარტო დარჩება.

„თუ რამე არ შეიცვლება, ჩვენ მარტო დავრჩებით ყველა მიმართულებით მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან ერთად. კონგრესში რესპუბლიკელები ტრამპს უნდა დაუპირისპირდნენ“, - წერს სენატორი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს