პაატა მანჯგალაძე - რომ ვამტკიცებდე, ასი ათასიანი მიტინგის ორგანიზატორობა შემიძლია, თვითმარქვია გამოვალ - ის აქცია არ იყო ჩემი ორგანიზებული

არ ვიცი, ახლა, თვითშეფასება ძალიან კარგი და მაღალიც მაქვს შეიძლება, მაგრამ ასი ათასი კაცი გამოვიყვანო და ეს რომ ვთქვა ჩემი პირით, ვიქნებოდი თვითმარქვია. ის აქცია არ იყო ჩემი ორგანიზებული, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პროკურორმა დაასახელა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. მანჯგალაძის თქმით, მისი მხრიდან არცერთი აღნიშნული საფრთხე არ არსებობს, მითუმეტეს მიმალვის, რადგანაც პოლიციას თავად ჩაბარდა.

„მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ათასზე მეტი ჩემი განცხადება დევს „ინტერპრესზე“, ათასზე მეტი! განცხადებები ნეგატიურ აზრს გამოხატავსო და მე რომ პოზიტიურ განცხადებებს ვაკეთებდე ვიქნებოდი, იქ, სადაც ახლა პროკურორი ზის და პროკურორი შეიძლება აქ ყოფილიყო. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, რომ დანაშაული ჩავიდინე, მე რომ ვამტკიცებდე, ასი ათასიანი მიტინგის ორგანიზატორობა შემიძლია, თვითმარქვია გამოვალ. როგორ შეიძლება უკვე შეკრება დაწყებული აქციის ორგანიზატორობა. წინაზეც ვთქვი, მართლა გამიხარდებოდა პაატა მანჯგალაძეს ერთი დაძახებით შემეძლოს ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანა. არ ვიცი, ახლა, თვითშეფასება ძალიან კარგი და მაღალიც მაქვს შეიძლება, მაგრამ ასი ათასი კაცი გამოვიყვანო და ეს რომ ვთქვა ჩემი პირით, ვიქნებოდი თვითმარქვია. ის აქცია არ იყო ჩემი ორგანიზებული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს