ელენე ხოშტარია - ან ავიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნით ალტერნატივას და დავამარცხებთ მავნებელთა უმცირესობას, ან ბრალს ჩვენც გადავინაწილებთ

დავოსის შეკრებამ თვალნათლივ დაგვანახა ის დანაშაული, რაც რუსეთის მარიონეტებმა საქართველოში ჩაიდინეს. ეს არ არის საფრთხე, ეს შედეგია , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დავოსის ფორუმზე გამოჩნდა, რომ მსოფლიოს „ამ ფორმით საქართველო არაფერში სჭირდება“.

მისი თქმით, ოპოზიცია ან ალტერნატივას შექმნის და დაამარცხებს „მავნებელთა უმცირესობას“ ან ბრალს გადაინაწილებს.

„მსოფლიომ, ჩვენი უშუალო მეზობლების და ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების ჩათვლით, თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არა თუ არ უნდათ, არც არაფერში სჭირდებათ. ეს იყო რუსეთის ოცნება და ბიძინას ანონსი ჯერ კიდევ 2011 წელს.

ეს არის ისტორიული ანომალია, ხელოვნური, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის მიზნით. ოცნებაზე წუხილს აზრი არ აქვს. ან ავიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნით ალტერნატივას და დავამარცხებთ ამ მავნებელთა უმცირესობას, ან ბრალს ჩვენც გადავინაწილებთ.

მე გამარჯვების ღრმად მჯერა, უბრალოდ პასუხისმგებლობის მასშტაბი მინდოდა გამომეთქვა. ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს