სანდრო მეგრელიშვილის დედა - ჩემი შვილი, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის გამოაცხადეს დამნაშავედ, დამნაშავე არ არის, რადგან დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება პროტესტის გამოხატვის!

ჩემი შვილი, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის გამოაცხადეს დამნაშავედ, დამნაშავე არ არის, რადგან დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება პროტესტის გამოხატვის! - ამის შესახებ სანდრო მეგრელიშვილის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის შვილსაც ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მისივე თქმით, არაადეკვატურია კანონი, რომელიც ტროტუარზე დგომას კრძალავს მაშინ, როდესაც არ ხდება გზის გადაკეტვა და ვინმესთვის ხელის შეშლა.

„ჩემი შვილი, რომელიც ტროტუარზე დროისთვის გამოაცხადეს დამნაშავედ, დამნაშავე არ არის. დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება პროტესტის გამოხატვის, ან საკუთარი აზრის. არაადეკვატურია კანონი, რომელიც გვიკრძალავს დავდგეთ ტროტუარზე, თუნდაც არც გზა გადავკეტოთ, არც არავის შევუშალოთ ხელი და მაინც ამისთვის შესაძლოა ვინმემ დაგვსაჯოს“,-აღნიშნავს სანდრო მეგრელიშვილის დედა.

შეგახსენებთ, მოქალაქეებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. სანდრო მეგრელიშვილის უფლებადამცველის ირაკლი აბესაძის განმარტებით, გადაწყვეტილება „პაპუაშვილის პარლამენტის სულელური კანონიდან გამომდინარეობს, როცა ცდილობენ ადამიანებს ძალმომრეობით გაუსწორდნენ“. აბესაძის თქმით, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება. როგორც აბესაძე აცხადებს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ადამიანი ტროტუარზე მშვიდად იდგა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს