მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების - საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიმდინარე ეტაპზე კერძო სექტორის მხრიდან სამი ძირითადი საკითხი დადასტურდა

საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიმდინარე ეტაპზე კერძო სექტორის მხრიდან სამი ძირითადი საკითხი დადასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე კერძო სექტორის მხრიდან გაჟღერდა პირველი ხელშესახები ინიციატივა იმის შესახებ თუ როგორ ხედავს ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიმდინარე ეტაპზე სამი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა - სახელმწიფოს მიერ გამოკვეთილი ფასის ზრდის ფაქტორების უტყუარობა, ფასების შემცირების შესაძლებლობის არსებობა და ბიზნესის მზაობა მათივე ინიციირებული მექანიზმებით ფასების შესამცირებლად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, დღეს გაჟღერებული ინიციატივების დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენად საკმარისია აღნიშნული რათა მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

„ბიზნესთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და ამავდროულად, მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა