გიორგი შარაშიძე - ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! პირიქით, „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში - ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს

ვსვამთ კითხვას - საერთოდ, ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზა არის „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! მე პირადად, ასე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ პირიქით, „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,- ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მუშაობას გააგრძელებს და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანას მშვიდობიანად შეძლებს.

გიორგი ვაშაძეს ვისთან აქვს „წითელი ხაზები“ და ვისთან არა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს „წითელი ხაზები“ და „წითელი ხაზი“ ჩვენთვის ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირ ერთობას არ განვიხილავთ და საერთოდ, ვსვამთ კითხვას - საერთოდ, ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზა არის „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! მე პირადად, ასე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს პირიქით, „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი კონკრეტული ტაქტიკა, სტრატეგია გვაქვს აპოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობით, მათ შორის „ოცნების“ და ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველთან მუშაობით, რომ მოვიმხროთ ისინი მაქსიმალურად და დავანახოთ, სად არის სიმართლე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მართალია ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობიანად და დემოკრატიულად შევძლებთ „ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანას“- აცხადებს შარაშიძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს