ელენე ხოშტარია - ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია.

შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯარო დებატების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელიც ხოშტარიას "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება, ნათქვამია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში დებატებში მონაწილეობა ნიშნავს მმართველი პარტიის პოლიტიკურად ლეგიტიმურ მხარედ აღიარებას, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია. მისი თქმით, „არაღიარების ხაზი“ ოპოზიციამ უნდა გაავლოს და არა „პროპაგანდისტმა თაღლითებმა“.

"ოცნების” მორიგი თაღლითური ინიციატივა, ვითომ დებატების შესახებ, გამოხმაურების ღირსი საერთოდ არ არის, თუმცა, ჩვენს მხარეს რამდენიმე გამოხმაურებამ სურვილი გამიჩინა, ჩემი დამოკიდებულება გამეზიარებინა.

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი, ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება.

არაღიარების ხაზი ჩვენი, ოპოზიციის, გასავლებია და არა პროპაგანდისტი თაღლითების. თუ დებატი რუსებთან თუნდაც ყველაზე მინიმალურის მომტანია, მაშინ გაუგებარია პარლამენტში რატომ არ შევედით. ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე",- წერია ხოშტარიას წერილში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს