The Guardian - საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 130 ხმით 21-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტი სოციალურ მედიაზე წვდომის დაბლოკვის გარდა, საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას ბავშვების დაცვის მიზნით გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

ახლა კანონპროექტი ძალაში შესვლამდე საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა