ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს და გააძევეს ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურები უცხოურ დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებენ.

ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ე.წ. უწყების მტკიცებით, ბრიტანეთის მოქალაქემ, კულდიპ სინგჰიმ აფხაზეთში არსებული კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, შეიმუშავა პროექტი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა მიეღო ინფორმაცია „რესპუბლიკაში“ რუსული და აფხაზური სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკითხვის დროს უცხოელმა მოქალაქემ განმარტა, რომ დაახლოებით 13 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანული პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფის დაზვერვის დეპარტამენტში.

„ის რესპუბლიკაში საქართველოდან ჩამოვიდა. სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრიტანეთის მოქალაქის ქვეყანაში ყოფნა არასასურველი იყო“, - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა