ტროტუარზე დგომის ფაქტზე დაკავებულმა სანდრო მეგრელიშვილმა იზოლატორი დატოვა

ტროტუარზე დგომის ფაქტზე დაკავებულმა სანდრო მეგრელიშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ისმოდა გამამხნევებელი შეძახილები.

შეგახსენებთ, მოქალაქეებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა