ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი, მაღაზია და სამშენებლო მოედანი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

„წინასწარი შეფასებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა სამი ადამიანი იმყოფებოდეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მობილიზებულია კინოლოგიური სამსახურები“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

უწყების ცნობით, თავდასხმამ ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა დააზიანა. სხვა მისამართზე, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინა დაინგრა. ასევე დაინგრა ოთხსართულიანი საცხოვრებელ შენობაში მდებარე ბინები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა