დიდ ბრიტანეთს აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ჩინეთში გამგზავრებამდე Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაღიზიანებას და მასთან ურთიერთობების გაუარესებას არ გამოიწვევს.
„მთხოვენ, რომ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ. ჩვენ აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. თუმცა, ჩინეთის იგნორირება, მაშინ როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და ბიზნეს შესაძლებლობები არსებობს, სულელური ნაბიჯი იქნებოდა“, - აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერი პეკინში დღეს გაფრინდება. ეს ჩინეთში ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია.