ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს.

„გუშინ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის დიდ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მთელი მსოფლიო ამას ყველა შეთანხმების დედას უწოდებს. ეს შეთანხმება ინდოეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობისა და ევროპის მილიონობით ადამიანისთვის დიდ შესაძლებლობებს შექმნის“, - თქვა მან.

შეთანხმების გაფორმებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა.

„ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან. ჩვენ დავასრულეთ ყველა გარიგების დადება. შევქმენით თავისუფალი სავაჭრო ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, საიდანაც ორივე მხარე ისარგებლებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თითქმის ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მოგვიანებით, შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა