დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდებიან

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიკსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი სამშაბათს ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდებიან, ხოლო ოთხშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

დანიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეები შეხვედრებზე „ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ ვითარებასა და ევროპის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს“ განიხილავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ მათ „გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შექმნეს“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს აღარ დააწესებდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა