საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პასუხობს, რომლის თქმითაც, ევროპას აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.
„არა, ძვირფასო მარკ რუტე. ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება ამას. ეს ნატო-ს ევროპული საყრდენია“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ ევროპას ან ევროკავშირს შეერთებული შტატების გარეშე თავის დაცვა არ შეუძლიათ.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, მაშინ ოცნება გააგრძელეთ, თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. აშშ-ის ნატო სჭირდება. იმისთვის, რომ აშშ უსაფრთხოდ დარჩეს, მათ უსაფრთხო არქტიკა, ევროპა და ევროატლანტიკური რეგიონი სჭირდებათ“, - განაცხადა რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.