გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის - Global Risks Report 2026, მომზადებაში  მონაწილეობდნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა კვლევითი ანგარიში - Global Risks Report 2026, რომელიც ასახავს გლობალური რისკების ცვლილებებსა და გამოწვევებს 2026-2036 წლებში. Global Risks Report 2026-ის მომზადებაში მონაწილეობდნენ გრუნ-ის პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, თენგიზ თაქთაქიშვილი, გიგა თვაური და მარიამ ლაშხი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიო შედის „კონკურენციის ეპოქაში“, იზრდება ეკონომიკური დაპირისპირება, პოლიტიკური პოლარიზაცია და ტექნოლოგიური რისკები, ხოლო საერთაშორისო თანამშრომლობა სულ უფრო რთულ ფორმებს იღებს. უახლოეს წლებში სერიოზულ საფრთხეებს წარმოადგენს: მსოფლიო ეკონომიკური კონფრონტაცია, სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული კონფლიქტები, დეზინფორმაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და კიბერუსაფრთხოება. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში წამყვან რისკებად სახელდება კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკოსისტემების დეგრადაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლო ნეგატიური შედეგები.

Global Risks Report 2026-ი აერთიანებს 1300-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის ხედვებს და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდაჭერას გლობალური რისკების ადრეული იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების პროცესში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა