ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ყოველი დარტყმა ჯერ კიდევ მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის

რუსეთის ყოველი დარტყმა ჯერ კიდევ მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსებმა 50-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. დარტყმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ერთ-ერთი რუსული დრონი ევანგელისტური ქრისტიანების სამლოცველოს დაეცა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, სულ, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის მიმართულებით 165 დრონი გაუშვა.

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ, ევროპა და სხვა ჩვენი პარტნიორები თვალს არ დახუჭავენ, რადგან რეალური მშვიდობის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლაა საჭირო. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება. ასევე, ომები არ სრულდება მათი მხარდაჭერის გარეშე, ვინც ადამიანების სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და შეთანხმებების სწრაფად განხორციელება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა