ქალი პოლიტიკოსები პატიმრობაში მყოფ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ და აქციას აანონსებენ

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინასთვის ციხეში შესაბამისი სამედიცინო კვლების ჩატარებას, ისინი აღნიშნავენ, რომ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერს გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ.

თეონა ჭალიძის თქმით, ქალი პოლიტიკოსების მთავარი მოთხოვნაა ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინას უფლებები დაცული იყოს.

„მოვითხოვთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი პატარიძესთან, ასევე სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან შეხვედრას. საქმე ეხება ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის საკითხს, რომელსაც ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ. გვაქვს კონკრეტული საკითხები, რაზეც ამ შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის ისეთი საკითხები, რაზეც ჯერ საჯაროდ არ გვისაუბრია", - აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერის და სოლიდარობის მიზნით 18:00 საათზე პენიტენციურ სამსახურთან აქციასაც გამართავენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა