იტალიის ვიცე-პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის - ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კარგავ ხალხს, ავტორიტეტსა და ღირსებას: რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მოგიწევს არჩევანის გაკეთება

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სალვინის მიერ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოვუსმინეთ ზელენსკის, რომელსაც მთელი მიღებული ფულის, ძალისხმევისა და დახმარების შემდეგ კვლავ აქვს პრეტენზიის გამოხატვის თავხედობა. ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კარგავ ხალხს, ავტორიტეტსა და ღირსებას: რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. მოგიწევს არჩევანის გაკეთება დამარცხებასა და განადგურებას შორის“, - აღნიშნა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

მატეო სალვინის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი გამოეხმაურა. მან მადლიერება გამოხატა იტალიისა და იტალიელების მიმართ, რომლებსაც, მისი თქმით, სალვინისგან განსხვავებით, „ესმით, რომ ევროპაში მშვიდობის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება“.

„თუ ვიცე-პრემიერი შეშფოთებულია სამშვიდობო შეთანხმებით, ჩვენ ვურჩევთ მას მიმართოს არა უკრაინის პრეზიდენტს - ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან - არამედ პუტინს, რომელმაც ეს ომი დაიწყო“, - წერს ტიხი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა