ნინო წილოსანი - ვხედავთ, უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვთ არჩეული - მოლდოვის შემთხვევაში მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ქვეყანა ააოხრონ

საქართველოსთან დაკავშირებით მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების კეთილსინდისიერებაში ეჭვი გვეპარება - ქართველებისთვის ის ადამიანი მისაბაძი ვერასოდეს იქნება, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შეიყვანოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა“.

"მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ის რომელ პოლიტიკურ ორბიტას წარმოადგენს, ალბათ, ადვილად მისახვედრია. ეს ადამიანი მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ცეცხლზე ნავთი დაესხა და ყოველთვის შიდა არეულობის მომხრედ გვევლინებოდა. უფრო მეტიც, მან 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები გაამხნევა და მოუწოდა, თქვენს მხარეს ვარ, თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთო. საქართველოსთან დაკავშირებით მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების კეთილსინდისიერებაში ეჭვი გვეპარება. ის ადამიანი ქართველებისთვის მისაბაძი ვერასოდეს იქნება, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შეიყვანოს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინა და მოლდოვა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ აქტორებად გვევლინებიან. წლების მანძილზე, ისინი ღია თუ დახურულ ფორმატებში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო და ამ არეულობისთვის მხარი დაეჭირათ. ერთხელაც არ დაუგმიათ ფაქტი, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობდა. სამივე ქვეყანა კანდიდატი სახელმწიფოები ვართ, თუმცა ვხედავთ, უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვთ არჩეული - მოლდოვის შემთხვევაში მზად არის, რომ საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანოს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში კი, მზად არიან, საკუთარი ქვეყანა ააოხრონ. როგორც ურსულა ფონ დე ლაიენმა მოუწოდა, ეს ის ხალხია, ვისაც ევროპის იდეისთვის შეუძლია, ასიათასობით მოქალაქის სიცოცხლე გაწირონ, იომონ და საკუთარი ქვეყანა ააოხრონ", - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".

„ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, - აღნიშნა სანდუმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა