შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის - 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. - ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, - აცხადებენ უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა