გიგი წერეთელი - თუ იდებატებენ, როგორ ჩატარდეს არჩევნები, სიამოვნებით დავუჯდები რელევანტურ ადამიანს - არ ვიტყოდი, რომ ხაზი უნდა გადავუსვათ ყველაფერს

დღევანდელი მასშტაბით შიდა გუნდური სასჯელები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მართლაც მოულოდნელი ამბავია, ეს რომ კარგი და დალაგებული სიტუაციის გამო არ ხდება, ძალიან კარგად ვიცით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის დაკავებას.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ გიგი წერეთელმა განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ „წმენდის ჩატარების“ გადაწყვეტილება მიიღეს და დარჩება მხოლოდ ის ხალხი, ვინც მუდმივად მზად იქნება ყველა დავალების შესასრულებლად.

„როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა მკვეთრი განცხადებები კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს, თუმცა მგონია, რომ ამ ინფორმაციას ის ყოველთვის იღებდა. წარმოუდგენელია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ჰქონოდა ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო ზღვრებში მოქცეული. გარკვეულ ნაწილს შეიძლება გამოცდასაც უწყობდა. ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც შეიძლება დაჭირდეთ კიდევ უფრო მოჭერა, გამაგრება და შეტევისთვის მომზადება, გადაწყვიტეს, რომ წმენდა ჩატარდეს - დარჩება მხოლოდ ის ხალხი, ვინც მუდმივად მზად იქნება ყველა დავალების შესრულებაზე. როგორც ჩანს, დაშვებულზე უფრო მეტი მოხდა ურთიერთობებში, თანხებში. საბოლოო ჯაში ეს არის ერთი გუნდის ჩაჩოჩება და მეორე გუნდის წინა პლანზე გამოსვლა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელმა გადაცემაში პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა დებატების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ „სიამოვნებით დაუჯდება რელევანტურ ადამიანს“ და იდებატებენ იმაზე, როგორ ჩატარდეს არჩევნები.

„ვფიქრობ და ვუშვებ, რომ უბრალოდ რაღაც ფსევდო ამბავია, თითქოს რაღაც [დებატების] შემოთავაზებაა, თითქოს რაღაც კონსტრუქციულობაა. კონსტრუქციულობა ყველაზე კარგად შეუძლიათ იმით, რომ ადამიანები საპატიმროებში არ იყვნენ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯი და არა ის, რომ „მოდი ჩვენ ვიდებატოთ“. თუმცა ჩვენ დებატები გვჭირდება, ერთმანეთშიც გვჭირდება და იმ ხალხთანაც[ქართულ ოცნება], მაგრამ როგორი იქნება ამის ფორმატი? მე არ ვიტყოდი, რომ ხაზი უნდა გადავუსვათ ყველაფერს იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც პირიქით მომგებიანია. მათ აქამდე რატომ არ სურდათ დებატები? ახლა რა არის, რა ტიპის სიახლეა? არის ჩვეულებრივი ტაქტიკური ამბავი, უნდათ ჩვენება საზოგადოებისთვის შიგნით და გარეთ, რომ ჩვენ ღია ვართ. თუ რაიმე დებატები იქნება, უნდა იყოს ისეთ თემაზე, ისეთ საკითხზე, რაც ხალხს აწუხებს. თუ იდებატებენ იმაზე, როგორ ჩატარდეს არჩევნები, აქ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს დებატები და სიამოვნებით დავუჯდები რელევანტურ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და ამაზე ვილაპარაკებთ: რა გვაქვს დღეს, რა გვაფერხებს, იზოლაციაა კარგი თუ პირიქით ინტეგრაცია გავაძლიეროთ, როგორ ავიცილოთ რუსული საფრთხე და ა.შ. უფრო კარგად უნდა დაკონკრეტდეს რა პირობებია, როგორ და ეს არ უნდა გახდეს ნორმალიზაციის მაგალითი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა