„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი - რა შუაშია ხელოვნურად ზრდა? როდესაც ფასი არის რეგულირებადი, უფლება არ გვაქვს, უფრო ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ილონა კოკიაშვილის განცხადებით, როდესაც მედიკამენტზე ფასი არის დადგენილი, მისი ხელოვნურად გაზრდის უფლება არ აქვთ.

როგორც მან მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განმარტა, არსებობს სპეციალური ფორმულა, რომლითაც ამა თუ იმ მედიკამენტზე ფასი დგინდება.

„ფასები არის რეგულირებადი უმეტეს მედიკამენტზე, რომელიც ქრონიკული პაციენტებისთვის არის დანიშნული. უბრალოდ, არის რაღაც მედიკამენტები დარჩენილი, რომელიც გეგმურად ისედაც უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ, ამაზე იქნება საუბარი. რა შუაშია ხელოვნურად ზრდა? როდესაც ფასი არის რეგულირებადი, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ამ რეგულირებად ფასზე უფრო ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი.

ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ, რა ფასი შეიძლება დაწესდეს ამა თუ იმ მედიკამენტზე იმიტომ, რომ არის სპეციალური ფორმულა, რომლითაც ფასი დგინდება“, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა