2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა. სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და სრულად ონლაინ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა უცხოელი ვიზიტორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, ვალდებულია წარმოადგინოს დაზღვევის პოლისი მოგზაურობის სრული პერიოდისთვის, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ფარავს.
„ვაიზერის“ ვიზიტორთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, დისტანციურად — სწრაფად და მარტივად, ვებგვერდზე: https://travel.wizer.ge/for-visitors
ვიზიტორები ისარგებლებენ ქვეყნის ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის წევრი კომპანიის “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც “ვაიზერში” დაზღვეული საქართველოს 100 ათასზე მეტი ადამიანი.
„ვაიზერის“ ვიზიტორთა დაზღვევის 30 000 ლარის ლიმიტის ციფრული პოლისი სწრაფად აქტიურდება და მოქმედებს პოლისში მითითებული საქართველოში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ სერვისებს, უბედური შემთხვევის დაზღვევას გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო ევაკუაციასა და რეპატრიაციას.
დაზღვეული ტურისტებისთვის „ვაიზერ ასისტანსის“ მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში — შეტყობინების დასაფიქსირებლად, კონსულტაციის მისაღებად, კლინიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სასწრაფო დახმარების ორგანიზებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ტრანსპორტირება, რეანიმაცია) ულიმიტოა, ხოლო ლიმიტით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და სტომატოლოგიური მომსახურებები.
ვიზიტორებს „ვაიზერი“ დამატებით განსაკუთრებულ ბენეფიტებს სთავაზობს — სპეციალურ ფასდაკლებას საქართველოს მასშტაბით ათეულობით სასტუმროსა და რესტორანში, ბალნეოლოგიურ, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე; სილამაზის და თავის მოვლის სერვისებზე; ავტოს და სათხილამურო ინვენტარის გაქირავების სერვისზე და სხვ.
„ვაიზერის“ ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევა გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტებზე (ერთ წლამდე ვადით) და მიზნად ისახავს საქართველოში მყოფი უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემოს შექმნას. პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს ახალი რეგულაციის მოთხოვნებს და ამავე დროს მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ტურისტების საჭიროებებზე — სწრაფი აქტივაცია, 24/7 ასისტანსი და საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული დამატებითი ბენეფიტები, რასაც სტანდარტულად სადაზღვევო პოლისი არ მოიცავს. “ვაიზერს” სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, “ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევის” პოლისები საშუალებას მოგვემს ასეთივე ხარისხიანი, კომფორტული და ოპერატიული სერვისი შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს“, — აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერში“.
(R)