ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გელა უძილაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ პირს, გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

„გელა უძილაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა. სააპელაციო სასამართლომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე არის მოკლული შეკვეთით და ანგარებით!”- წერს ტარიელ კაკაბაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ დ ნ" ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა