საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეთანხმებოდა მოხდა, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაფართოვდეს.
როგორც მან შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, უნდა იყოს იყოს ხარისხიანი [მედიკამენტი] და ხელმისაწვდომი ფასი.
„ვისაუბრეთ, რომ უნდა იყოს სამართლიანი ფასი. მნიშვნელოვანია, ფასმა არ უნდა იქონიოს რაიმე ტიპის ზემოქმედება შესაძლო დეფიციტზე, ან იმოქმედოს ხარისხის ვარიაციაზე. უნდა იყოს ხარისხიანი [მედიკამენტი] და ხელმისაწვდომი ფასი. გამოითქვა აზრი და ყველა შევთანხმდით, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაფართოვდეს ნელა და ყურადღებით.
ჩვენს ასოაციაციაში არიან საერთაშორისო მწარმოებლები, საუბარია, დატოვეს თუ არა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიებმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, არ დაუოტოვებიათ. ფასების კორქცია მოხდა როგორც მწარმოებლების მხრიდან, ასევე დისტრიბუციის მხრიდან.
გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც წინა პერიოდში გვქონდა. თავიდან ავირიდოთ შესაძლო დეფიციტი. მაღალი ხარისხის მედიკამენტი ფიზიკურად უნდა იყოს. სწორად წარმართული რეფერენტული ფასწარმოქმნა დეფიციტს არ წარმოშობს. საინტერესო იყო მომესმინა, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. მათ შორის მედიკამენტების მიწოდების სისტემა როგორია. საუბარია სხვადასხვა ტიპის მექანიზმის განვითარებაზე, რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ყიდულობს ზოგიერთ რამდენიმე ძვირადღირებულ მედიკამენტს, მძიმე ქრონიკული დაავადებებისთვის. ესეც არის მექანიზმი ფასების დაწევის. მექანიზმები არსებობს“,- აღნიშნავს მარგველაშვილი.