ილონა კოკიაშვილი - საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ ის სურათი, რაც ფარმაცევტულ სექტორში არსებობს - შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებს

შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებს, - ამის შესახებ "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ილონა კოკიაშვილმა ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ არის შესაძლებელი არსებული ფასების კიდევ უფრო გაიაფება.

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დაწესებულია რეფერენტული ფასები ძალიან დიდ რაოდენობაზე, 11 000 რეგისტრირებული მედიკამენტიდან 7 000-ზე ცოტა მეტზე არის რეფერენტული ფასი. არის დარჩენილი ნაწილი, რომელიც ჯერ რეფერენტულ ფასში არ არის. საუბარი იყო იმაზე, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ მედიკამენტების შეტანა და მათზე ფასების დაწესება. ერთმანეთს გავუზიარეთ ის არსებული სურათი, რაც ფარმაცევტულ სექტორში არსებობს",-განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

მისი თქმით, ასევე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც რეგულაციების ფასწარმოქმნის სისტემაში მოქმედებს. მისი განმარტებით, ფასწარმოქმნის სისტემაში არ მონაწილეობს მხოლოდ მომწოდებლის ფასი, არამედ მთელი ციკლია.

"ნებისმიერი რეგულაციის და სტანდარტის დანერგვა არის დამატებითი წნეხი ბიზნესისთვის. მან ეს რეგულაცია უნდა დაიცვას, შესაბამისად, ფინანსური ხარჯი უნდა გასწიოს. ეს რა თქმა უნდა კომპონენტია ფასწარმოქმნის სისტემაში. ამიტომ, ფასწარმოქმნა არის რეგიონზე, პოპულაციაზე და რეგულაციაზე დამოკიდებული", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

მისივე თქმით, სტანდარტის დაცვით უნდა გამარტივდეს მედიკამენტის მიწოდება.

“ჩვენ უნდა დავიცვათ მედიკამენტის მაღალი ხარისხი და შევქმნათ ფიზიკური, ფინანსური ხელმისაწვდომობა. ეს არის ძალიან კომპლექსური და სენსიტიური თემა, რასთანაც არის დაკავშირებული ასევე უწყვეტი მიწოდება. არ შეიძლება სამუშაო პროცესმა ამას ხელი შეუშალოს", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა