მიხეილ სარჯველაძე - ფარმაცევტული სექტორი განწყობილია ერთმნიშვნელოვნად დადებითად - იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს

ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე, იყო საუბარი ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.

„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა