უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთის ელჩს განუცხადეს, რომ უკრაინა უნგრეთის ხელმძღვანელობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში კიევის სავარაუდო ჩარევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„უნგრელ დიპლომატს განუცხადეს, რომ უკრაინა უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ჩვენი ქვეყნის სახელის გამოყენებას ეწინააღმდეგება, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას აზარალებს. ასევე, უნგრეთის მხარეს ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გუშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი სამინისტროში დაიბარა. სიიარტომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ „სასარგებლოდ უკრაინის ჩარევა“ დაასახელა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა