მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი.

საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში.

დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი.

საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს