მარიამ ქვრივიშვილმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, მწვანე ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, აგრეთვე მდგრადი ტურიზმისა და განათლების საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროსთან თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა უფრო ეფექტურ ურთიერთობებზე ორგანიზაციის სხვადასხვა სააგენტოებთან ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს მეტ ჩართულობაზე შუა დერეფნისა და ზოგადად, ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში როგორც არსებული ინფრასტრუქტურის, ისე ახალი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალზე და სხვ.

მხარეებმა ასევე განიხილეს გაეროსთან თანამშრომლობა მწვანე ენერგეტიკის სექტორში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგში ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებაზე, ასევე ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის დანერგვასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა მწვანე ენერგიის ტრანსმისიის პროექტის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს