აკაკი ბობოხიძე - თუ დღეს რამე გვაკლია, ეს არის გარეთ აქტიური მუშაობა - ხშირად მინატრია: მიხეილ სააკაშვილი რომ დღეს გარეთ იყოს, ალბათ, დაკეტილ ფანჯრებსა და კარებს შეანგრევდა საქართველოს პრობლემებზე ლაპარაკით

ხშირად მინატრია ამ ბოლო ხანებში: მიხეილ სააკაშვილი რომ დღეს გარეთ იყოს, ალბათ, დაკეტილ ფანჯრებს და დაკეტილ კარებს შეანგრევდა საქართველოს პრობლემებზე ლაპარაკით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, ისურვებდა, რომ ოპოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო აქტიურად მუშაობდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გარეთ რომ იყოს დღეს მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ქვეყანაში არა. ქვეყანაში რომ იყოს, დაიჭერდნენ. იყო გარეთ და დაიჭირეს. ეგეთი პირობით ხომ არ იქნება ქვეყანაში, რომ თუ ხელს არ მომკიდებენ, დავამხობ. მაშინ ეგეთი პირობით ბევრი ვინმე გამოჩნდება ბევრი რამის გამკეთებელი. თუ გარეთ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალა არ ეყოფა, რომ ხელი მოგკიდოს, მე ამის არ მჯერა, რადგან გარეთ იყო და ხელი მოკიდა ხელისუფლებამ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი და იმ ადამიანების შეცდომა, ვინც მას ჩამოსვლა ურჩია იმიტომ, რომ თუ დღეს რამე გვაკლია, ეს არის გარეთ აქტიური მუშაობა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ კანონების კიდევ უფრო გამკაცრება უწევთ, რადგან უკვე მიღებული ზომები არ ჰყოფნით.

„იღუპება ქვეყანა, ჩვენ ოპოზიცია ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ჩვენი ცუდ დღეში ყოფნა პირდაპირ კორელაციაშია ქვეყნის ცუდ მდგომარეობაში ყოფნასთან. ერთ დღესაც ეს ყველაფერი ჩამოემხობათ. რატომ უწევთ ამ კანონების კიდევ უფრო გამკაცრება იმიტომ, რომ მიღებული ზომები არ ჰყოფნით. ერთ დღესაც იქნება, თავზე დაემხობათ. შეუძლებელია ამ სისტემამ საქართველოში დიდხანს გაძლოს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა