გიორგი შარაშიძე - განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას - რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანებას, „ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს

„ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა, რითაც განათლების რეფორმას გამოეხმაურა.

შარაშიძის ვარაუდით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება დიდი ალბათობით, ემსახურება ოპტიმიზაციას, რასაც უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზება მოჰყვება.

„განათლების რეფორმა, ისევე როგორც „ოცნების” ნებისმიერი სხვა ინიციატივა ემსახურება ერთადერთს - მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა შევაფასოთ პოზიტიურად, როცა ეს ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ამცირებს კონკურენციას და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების” ახალ პოლიტიკას და წესებს. რაც შეეხება თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას - ესეც სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზებას. „ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას” აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ რა დგას ამ ყველაფრის უკან, სერიოზულად პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოხდეს ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება და ისევ „ოცნებასთან” დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა