ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიის განცხადებით, დახმარება რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ფონზე უკრაინელების თავშესაფრით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

„ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, ევროკავშირმა უკრაინას 447 გენერატორი გადასცა. ასევე, დამატებით 500 გენერატორი გაიგზავნება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროკომისია მოლდოვას 8 მილიონ ევროს გადასცემს, იქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა